ანჯელინა ჯოლიმ ერაყში დევნილები მოინახულა
ანჯელინა ჯოლიმ საერთაშორისო საზოგადოებას ერაყში დევნილების დახმარებისკენ მოუწოდა
ოსკაროსანმა მსახიობმა და გაეროს კეთილი ნების ელჩმა, ანჯელინა ჯოლიმ, საერთაშორისო საზოგადოებას ერაყში დევნილების დახმარებისკენ მოუწოდა.
ჯოლიმ ერაყის დოუკის პროვინციაში მდებარე დუმიზის ბანაკის მონახულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გასული წლიდან დღემდე ბანაკებში მყოფი დევნილების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
„ნათლად დავინახე ნგრევა ქალაქ მოსულში. ადამიანებს სამედიცინო დახმარება, განათლება და სხვა მომსახურება სჭირდებათ. ვნახე ქალები, რომლებმაც მეუღლეები კონფლიქტის დროს დაკარგეს და სახლებს თავად იშენებენ. ამ ქალებს ამავდროულად ობოლი შვილები ჰყავთ“- აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ და მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ერაყში დევნილების დახმარების და ამ პირების თავიანთ სახლებში დაბრუნების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
გაეროს კეთილი ნების ელჩმა ანჯელინა ჯოლიმ ერაყში მანამდე ის დევნილები მოინახულა, რომლებიც დეაშ-ის თავდასხმების შედეგად იძულებულები გახდნენ საცხოვრებლები მიეტოვებინათ.