სირიაში 11 ოპოზიციური ჯგუფი „ეროვნული გათავისუფლების ფრონტის“ სახელით გაერთიანდა

სირიაში, ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი 11 ოპოზიციური ჯგუფი „ეროვნული გათავისუფლების ფრონტის“ სახელით გაერთიანდა

981012
სირიაში 11 ოპოზიციური ჯგუფი „ეროვნული გათავისუფლების ფრონტის“ სახელით გაერთიანდა

სირიაში, ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი 11 ოპოზიციური ჯგუფი „ეროვნული გათავისუფლების ფრონტის“ სახელით გაერთიანდა.

ოპოზიციური წყაროების ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე იდლიბისა და ჰამას პროვინციის ჩრდილოეთით არსებული თავისუფალი სირიის არმიას დაქვემდებარებული სამხედრო ოპოზიციური 11 ჯგუფი „ეროვნული გათავისუფლების ფრონტის“ სახელით გაერთიანდა.

ახლად შექმნილ ეროვნული გათავისუფლების ფრონტში გაერთიანდნენ ფეილაკი შამი, ნასირის არმია, თავისუფალი იდლიბის არმია, პირველი სანაპირო დივიზია, მეორე სანაპირო დივიზია, პირველი დანაყოფი, მეორე არმია, რჩეულთა არმია, შუჰედა ალ ისლამ დარეა, ალ ჰურიეს  ბრიგადა და 23-ე დანაყოფი.

ოპოზიციის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ახლად შექმნილი ფორმირების მიზანი სირიაში იდლიბის პროვინციაში თავისუფალი სირიის არმიის ნაწილების ერთ ჭერ ქვეშ გაერთიანებაა.“

ეროვნული გათავისუფლების ფრონტის ლიდერი ფაილაკ შამის ჯგუფის სარდლებიდან ფადილ ალაჰ ალ ჰაჯი, დამხმარე კი ნასირის არმიიდან სუჰაიპ ლეიუში გახდნენ.

დაახლოებით 30 ათასი ოპოზიციონერის გაერთიანებით სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ჯგუფი შეიქმნა.  


საკვანძო სიტყვები: #სირია , #ოპოზიცია

მსგავსი ინფორმაციები