აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ზეიმობს

დამოუკიდებლობა თბილისში გამოცხადდა

980322
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ზეიმობს

 

1918 წლის 28 მაისს გამოცხადებული აზერბაიჯანის რესპუბლიკა დაარსების 100 წლის იუბილეს  აღნიშნავს.

პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დედაქალაქ ბაქოში, რესპუბლიკის ძეგლის წინ გამართულ ცერემონიას შეუერთდა.

ცერემონიალზე, რომელიც დაიწყო აზერბაიჯანის ეროვნული ჰიმნის მღერით, ალიევმა გვირგვინით შეამკო რესპუბლიკის ძეგლი.

ამ დღესთან დაკავშირებით მრავალი ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა, მისალოცი მესიჯები გაუგზავნეს ალიევს.

1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ თბილისში, მეჰმეტ ემინ რაზულსადეს თავმჯდომარეობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აქვე შექმნილი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი გახდა ფატალი ხან ხოისკი რა, იგი განჯიდან მართავდა ახალ რესპუბლიკას.

საქართველოს მსგავსად აზერბაიჯანის დამოუკიდებლობამაც დიდ ხანს ვერ გასტანა, რადგან, 1921 წლის 28 აპრილს იგი რუსეთის მე--11 არმიამ დაიპყრო



მსგავსი ინფორმაციები