აფრინის საზოგადოებრივ წესრიგს ადგილობრივი პოლიცია დაიცავს

ისინი თურქმა ინსტრუქტორებმა გამოწვრთნეს

979411
აფრინის საზოგადოებრივ წესრიგს ადგილობრივი პოლიცია დაიცავს

 

სირიის ქალაქ აფრინში, რომელიც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა (TSK) და თავისუფალი სირიის არმიამ (OSS) ე.წ. ზეთისხილის რტოს ოპერაციის ფარგლებში ერთობლივად გაათავისუფლეს ქურთული ტერორისტული ორგანიზაცია YPG/PKK-გან და რადიკალური DEAS-გან,  620-მა ადგილობრივმა პოლიციელმა, რომლებიც თურქმა ინსტრუქტორებმა მოამზადეს, ფიცის შესრულებით დაიწყეს მოვალეობის შესრულება.

ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები, აფრინის რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების, ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში იმოქმედებენ და მათი შტაბი აფრინის ცენტრში განლაგდება.

თურქმა ინსტრუქტორებმა სირიელ პოლიციელებს ტრენინგებზე სოციალური ინციდენტების, პოლიციის კანონმდებლობის, ზოგადი დისციპლინის, დასახლებულ ადგილებში ოპერაციების, ხელნაკეთი ბომბების, ნაღმების და სხვა ასაფეთქებელი იარაღების განადგურების და დანაშაულის ადგილის მოკვლევის საკითხები შეასწავლეს



მსგავსი ინფორმაციები