ირანი მაღალი დონის ურანის წარმოებისათვის მზადაა

ირანი მაღალი დონის ურანის წარმოებისათვის მზადაა

977182
ირანი მაღალი დონის ურანის წარმოებისათვის მზადაა

ირანის, ატომური ენერგიის სამმართველოს უფროსმა, ალი ექბერ სალიჰიმ განაცხადა, რომ  მაღალი დონის ურანის წარმოებისათვის შესაბამისი სამუშაოები დაასრულეს. ირანის ნახევრად ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით, ალი ექბერ სალიჰიმ პარლამენტში ტექნოლოგიის, განათლების და კვლევითი კომისიის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა რა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. სალიჰის განცხადებით, ქვეყანაში ბირთვული პროგრამა 2015 წელს მიღწეული შეთანხმების მიხედვით უპრობლემოდ გაგრძელდება. „თუ საჭიროდ ჩავთვლით, რომ შეთანხმების მიღწევამდე  პერიოდს დაუბრუნდეთ და მაღალი დონის ურანის წარმოების საჭიროება დადგება დღის წესრიგში,  ამისათვის  მზად ვართ. ვიმედოვნებ, რომ ამის საჭიროება არასდროს დადგება“, განაცხადა სალიჰიმ. აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა   2015 წელს  ირანს, გაეროსა და P5+1-ის ჯგუფის სახელმწიფოებს შორის გაფორმებული ბირთვული შეთანხმება 8 მაისს ცალმხრივად გააუქმა და თეირანის მიმართ მძიმე სანქციების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.  ირანი კი შეთანხმების გაგრძელების მიზნით ვაშინგტონის წინააღმდეგ მეორე ქვეყნებისგან  მის დაცვას მოითხოვს. მეორეს მხრივ ორი დღის წინ,  აშშ-ს საგარეო საქმეთ მინისტრმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ისინი  ირანს ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებენ, რაზეც ირანის პრეზიდენტმა მას ასეთი პასუხი გასცა: „თქვენ ვინა ხართ  ირანსა და მსოფლიოს მიმართ გადაწყვეტილებებს ღებულობთ“?



მსგავსი ინფორმაციები