ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი რუსეთში, საქართველოში, ყირგიზეთში და ყაზახეთშიც აღინიშნა

ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი რუსეთში, საქართველოში, ყირგიზეთში და ყაზახეთშიც აღინიშნა

967489
ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი რუსეთში, საქართველოში, ყირგიზეთში და  ყაზახეთშიც აღინიშნა
kirgizistan zafer gunu.jpg
gurcistan zafer gunu.jpg
kazakistan zafer gunu1.jpg
kazakistan zafer gunu.jpg
rusya zafer gunu1.jpg

საბჭოთა ძალების მიერ მეორე მსოფლიო ომში (1939-1954) ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 73-ე წლისთავი რუსეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში და საქართველოშიც სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში,  წითელ მოედანზე 9 მაისი გამარჯვებისადმი სამხედრო აღლუმი ჩატარდა. აღლუმს რუსეთის პრეზიდენტ,  ვლადიმერ პუტინთან ერთად  სერბეთის პრეზიდენტი,  ალექსანდრ ვუჩიჩი და ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუც ესწრებოდნენ.    წითელი მოედნის აღლუმზე ასევე რუსეთის სხვადასხვა სამხედრო ახალი ტექნიკაც იქნა გამოფენილი.

ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი საქართველოშიც აღინიშნა. დედაქალაქ თბილისში გამართულ ღონისძიებას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე,  მთავრობის წარმომადგენლები,  მეორე მსოფლიო ომის ვეტერნები, ტურისტები  და მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. ღონისძიების დროს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და ვეტერანებს მადლობა გადაუხადა.

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში კი სამამულო ომის დროს დაღუპული ყურგიზი ჯარისკაცების „უკვდავი პოლკი“-ს მსვლელობა გაიმართა. ღონისძიებას ქვეყნის პრეზიდენტი, სოორონბაი ჟეენბეკოვიც ესწრებოდა.

 ფაშიზმზე გამარჯვების დღე ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაშიც აღინიშნა, რომელსაც ასევე მთავრობის მეთაურები და სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.



მსგავსი ინფორმაციები