მოსკოვმა მინი სამიტს უმასპინძლა

განიხილეს სირიის საკითხი

960432
მოსკოვმა მინი სამიტს უმასპინძლა

 

რუსეთის, თურქეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერგეი ლავროვი, მევლუტ ჩავუშოღლუ და ჯევად ზარიფი დღეს მოსკოვში შეხვდნენ ერთმანეთს.

სერგეი ლავროვის მასპინძლობით დაგეგმილი ამ მინი სამიტის წინ ჯერ ორმხრივი ცალ ცალკე შეხვედრები გაიმართა, შემდეგ კი სამმხრივი შეხვედრა შესდგა.

მოლაპარაკებების მთავარი თემა კი სირიაში შექმნილი ბოლო სიტუაცია, პოლიტიკური გარდამავალი პროცესი და ასტანის ფარგლებში მიღწეული უსაფრთხოების საკითხები იყო.

ჩავუშოღლუმ და ზარიფიმ თურქეთსა და ირანს შორის ეკონომიკის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის და კიდევ რეგიონული საკითხები, განსაკუთრებით სირიაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

ამ შეხვედრის დასრულების კვალდაკვალ თურქი დიპლომატი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა და აქაც ძირითადი ყურადღება ეკონომიკურ საკითხებს და სირიის კრიზისს დაუთმეს.  

ბოლოს სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს და ლავროვმა განაცხადა, რომ იმ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომლებიც უნდა გადადგან ასტანის ფორმატის ფარგლებში წარმოებულ ანტიტერორისტულ ბრძოლაში.  

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით შეთანხმდა და მომდევნო მინი სამიტს ეს სამეული კვლავ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩაატარებს.

მანვე ამერიკას მოუწოდა, შეუწყვიტოს ყველანაირი დახმარება ქურთულ ტერ ორგანიზაცია PKK/YPG-ს.

ამ სამი მინისტრის ბოლო შეხვედრას 15 მარტს ასტანამ უმასპინძლა და სირიაში დაძაბულობის შემცირების და დეესკალაციის  ზონებში უსაფრთხოების გაძლიერების საკითხები განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები