ტრამპის და მაკრონის ამ განცხადებას უარყოფითი პასუხი მოჰყვა თეირანიდან

რუჰანიმ ვაჭარი უწოდა ტრამპს

958602
ტრამპის და მაკრონის ამ განცხადებას უარყოფითი პასუხი მოჰყვა თეირანიდან

 

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა ამ ლიდერების პოზიცია. ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსულმა რუჰანიმ განაცხადა: "ტრამპი და მაკრონი ირანთან ერთად ბირთვული შეთანხმების ხელმომწერი სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერების მაგივრად იღებენ გადაწყვეტილებას. რატომ, რა უფლებით?.

რუჰანიმ ტრამპისადმი მიმართვაში კიდევ უფრო გაიმკაცრა ტონი და თქვა: შენ არ გაქვს პოლიტიკური ისტორია, არც სამართლებრივი ისტორია იცი და არც საერთაშორისო შეთანხმებების გაგებება რამე, როგორ შეიძლება რომ შენისთანა ვაჭარმა, მშენებელმა, ცათამბჯენების მშენებელმა საერთაშორისო ურთიერთობებში ბრალდებები წამოაყენო?".

ტრამპის საწინააღმდეგოდ ირანთან ხელმოწერილ ბირთვული შეთანხმების დაცვას მხარს უჭერენ სხვა ხელმომწერი ქვეყნები, ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი და გერმანია.

ამ საკითხზე მალე პირისპირი შეხვედრა გაიმართება მერკელსა და ტრამპს შორისაც.

ირანსა და P5 + 1 ქვეყნებს შორის (ბრიტანეთი, აშშ-ი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია) ხსენებულ ბირთვულ გარიგებას ხელი მოეწერა 2015 წელს



მსგავსი ინფორმაციები