ერაყის გამანადგურებლებმა სირიაში დეაშის პოზიციები დაბომბეს

ოპერაცია კოალიციის მეთვალყურეობის ქვეშ მოეწყო

955491
ერაყის გამანადგურებლებმა სირიაში დეაშის პოზიციები დაბომბეს

 

ერაყში მოქმედი კოალიციის სარდლობიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, კოალიციას დაქვემდებარებული ერაყის საჰაერო ძალების კუთვნილმა გამანადგურებლებმა ქვეყნის მოსაზღვრე სირიის დეირიზორის რეგიონში მდებარე ჰაჩინის დასახლების მახლობლად განლაგებულ ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის სამიზნეებზე თავდასხმა მოაწყვეს და ეს ოპერაცია განხორციელდა პრემიერმინისტრ ჰაიდარ ელ იბადის მითითებით. ამავე განცხადებით, ოპერაცია დაიგეგმა და განხორციელდა ერაყის გაერთიანებული ოპერატიული ცენტრის მიერ და კოალიციის დაზვერვის მხარდაჭერით. ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი არც დაბომბილი ადგილების და არც ოპერაციაში მონაწილე გამანადგურებლების ბედის შესახებ



მსგავსი ინფორმაციები