რუსეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

კალინინგრადში Ka-29 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი საცდელი ფრენის დროს ბალტიის ზღვაში ჩამოვარდა

950614
რუსეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთის ქალაქ კალინინგრადში Ka-29 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი საცდელი ფრენის დროს ბალტიის ზღვაში ჩამოვარდა, რასაც 2 პილოტი ემსხვერპლა.

რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტის პრესცენტრში გაკეთებული განცხადების თანახმად, Ka-29 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ბალტიის ზღვაზე ღამით საცდელ ფრენას ატარებდა.

აქვე აღნიშნულია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია და ფრენის ეკიპაჟის 2 პილოტი დაიღუპა.

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ფრენა ნორმალურ კლიმატურ პირობებში ტარდებოდა.

1980-იან წლების დასაწყისში რუსული კამოვის დიზაინის დეპარტამენტში შექმნილი Ka-29 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი საბრძოლო გემებზე ადვილად დასაფენად და ასაფრენად და ამ გემებზე ტვირთის გადასატანად შეიქმნა.



მსგავსი ინფორმაციები