აქტუალური თემის ანალიზი 15/2018

სირიაში მოსახლეობის ხოცვა ქიმიური იარაღით

952676
აქტუალური თემის ანალიზი 15/2018

აქტუალური თემის ანალიზი 15/2018

სირიაში მოსახლეობის ხოცვა ქიმიური იარაღით

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

სირიის დედაქალაქ დამასკოში, აღმოსავლეთ გუტას დუმას რეგიონში კიდევ ერთი ქიმიური შეტევის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მსოფლიო პრესაში გავრცელდა. თავდასხმის შედეგად სამწუხაროდ უმრავლესობა ქალებისა და ბავშვებისგან შემდგარი დიდი რაოდენობით სამოქალაქო პირი დაიღუპა. პირველადი მონაცემებით, გამოყენებული იქნა ნერვული გაზი. ომის დაწყების დღიდან ოპოზიციის ხელში მყოფი აღმოსავლეთ გუტას რეგიონი ბოლო პერიოდში რეჟიმის მთავარი სამიზნე იყო. თვეებია რეგიონს ძალზე ინტენსიურად ბომბავენ და ხშირად სამიზნე ხდებოდა რეგიონის საავადმყოფოები, სკოლები და მეჩეთები და მსგავსი სამოქალაქო ელემენტები. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარის ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს:   

დედაქალაქ დამასკოს გეოგრაფიული მდებარეობით რეჟიმისათვის პირდაპირ საფრთხის შემქმნელი სტრატეგიული მდებარეობის აღმოსავლეთ გუტას რეგიონის აღება და მისი ოპოზიციისგან გაწმენდა რეჟიმისათვის სერიოზულად მნიშვნელოვანია. ომის დაწყებიდან 7 წლის მანძილზე ბლოკადაში მოქცეული აღმოსავლეთ გუტას რეგიონი ბოლო პროცესში თურქეთისა და რუსეთის შეთანხმებით ამოქმედებული ასტანის პროცესის კონტექსტში დეესკალაციის ზონაში შედიოდა. თუმცა რეჟიმმა და რეჟიმის მომხრე რუსეთმა და ირანმა რეგიონში არსებული ტერორგანიზაციების მომიზეზებით რეგიონზე თავდასხმები დაიწყეს. ინტენსიური დაბომბვების შემდეგ  რეგიონში მყოფმა ოპოზიციონერებმაც ბოლო პერიოდში რუსეთის შუამავლობით სირიის ჩრდილოეთისაკენ თურქეთის გავლენის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე დაიწყეს ევაკუაცია.

ევაკუაციის პროცესით ბოლოს აღმოსავლეთ გუტაში მდებარე დუმას რეგიონი ჯეის ალ ისლამის კონტროლში დარჩა. ჯეის ალ ისლამსა და რეჟიმს შორის მოლაპარაკებებში რუსეთი შუამავალი იყო. რუსეთთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით ჯეის ალ ისლამი რეგიონში არსებობას გააგრძელებდა და როგორც პოლიციური ძალა რეგიონში წესრიგს დაიცავდა. თუმცა ასადის რეჟიმმა ამ შეთანხმებაზე თანხმობა არ განაცხადა. ჯეის ალ ისლამის მიერ დუმადან ევაკუაციაზე უარის თქმის გამო მოლაპარაკებები შეჩერდა. ამ პროცესის დროს დუმაზე ქიმიური იარაღით შეტევა მოხდა. ქიმიური შეტევის გამო ბევრი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ჯეის ალ ისლამი ქიმიური იარაღით თავდასხმის შემდეგ დუმადან სირიის ჩრდილოეთში ევაკუაციაზე იძულებული გახდა თანხმობა გამოეცხადებინა. ერთის მხრივ დუმაში დარჩენის დაჟინებით მოთხოვნის ფასი ქიმიური თავდასხმებით გაიზარდა, მეორეს მხრივ ქიმიური იარაღით თავდასხმის შემდეგ მშვიდობიან მოსახლეობას შორის შიშისა და შეშფოთების გაზრდის გამო ჯეის ალ ისლამი სამოქალაქოების მოთხოვნის შესაბამისად ევაკუაციაზე შეთანხმდა. ქიმიური შეტევით ასადის რეჟიმმა დამასკოს ცენტრთან ახლოს მდებარე სირიელი ოპოზიციონერების მთავრი ბაზიდან ევაკუაციის განხორციელება შესძლო.

ევაკუაციის შეთანხმების არ განხორციელების შემთხვევაში დუმას აღების სამხედრო ოპერაციის ხარჯები ძალიან მაღალი იქნებოდა. ცნობილი იყო რომ ჯეის ალ ისლამი დიდი ხანია თავდაცვის ხაზებს აგებს და იარაღის საწყობებში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და მძიმე შეიარაღება ჰქონდა. ასევე სირიელ ოპოზიციონერებს შორის ჯეის ალ ისლამი სამხედრო მასშტაბებით წინა პლანზე იდგა. უმრავლესობა ყოფილი სამხედროებისგან შემდგარი ჯეის ალ ისლამის დუმაში ბლოკადის ქვეშ თავდაცვას რეჟიმისთვის დიდი საფასური ექნებოდა. რადგანაც დუმას მსგავსი ქალაქის დარაიას ასაღებად ასადის რეჟიმის რამდენიმე თვიან ოპერაციას დიდი ხარჯები დასჭირდა. სავარაუდოდ ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულმა ქიმიურმა შეტევამ მას დიდი ხარჯები თავიდან ააცილა და სწრაფი და ადვილი შედეგი მოუტანა. ადამიანური ფასეულობების საწინააღმდეგო მეთოდის, ქიმიური იარაღის გამოყენება რეჟიმისთვის დიდ მოგებას ნიშნავს.  

ეჭვგარეშეა, რომ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფასი, თუ იგი საერთაშორისო რეაქციას არ გამოიწვევს, რეჟიმის კუთხით ყველაზე დაბალი ღირებულების გამოსავალია. სავარაუდოდ ასადის რეჟიმმა ომის დაწყებიდან დღემდე ქიმიური იარაღი 215-ჯერ გამოიყენა და საერთაშორისო საზოგადოების უმოქმედობის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ მიმართა ქიმიურ იარაღს. ამასთანავე რეჟიმმა, რომელიც დიპლომატიური კუთხით გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე რუსეთის მხარდაჭერას ენდობა, სამხედრო კუთხითაც რუსეთის მხრიდან უპირობოდ დაცვის გათვალისწინებით შეძლება მიმართა ამ მეთოდს. ისეთ პირობებში, როდესაც ადამიანური ფასეულობები გვერდზეა გადადებული და საერთაშორისო საზოგადოება ურეაქციოა, ასადის რეჟიმის კუთხით დუმასთვის ყველაზე კარგი გამოსავალი შეიძლება ითქვას, რომ ქიმიური შეტევაა.  

 


საკვანძო სიტყვები: #სირია , #ქიმიური შეტევა

მსგავსი ინფორმაციები