თალიბანის წევრები ავღანეთში პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ

ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია სარი პულში თალიბანის წევრების მიერ პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად 6 პოლიციელი დაიღუპა

947057
თალიბანის წევრები ავღანეთში პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ

ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია სარი პულში თალიბანის წევრების მიერ პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად 6 პოლიციელი დაიღუპა.

სარი პულის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ესედულა ჰაბიბის, განცხადებით, ტერორგანიზაციის წევრებმა სოფელ საიდ აბადში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე ლაზერული იარაღით თავდასხმა მოაწყვეს.

თავდასხმის შედეგად 6 პოლიციელი დაიღუპა 3 კი დაიჭრა.

ჰაბიბის განცხადებით, შეტევის შემდეგ რეგიონში დამატებითი ძალები გააგზავნეს და ტერორგანიზაციის წევრები უკუაგდეს.

თალიბანის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად პოლიციის განყოფილებაზე კონტროლი დაამყარეს. 


საკვანძო სიტყვები: #ავღანეთი , #თალიბანები , #თავდასხმა

მსგავსი ინფორმაციები