აღმოსავლეთი გუტა ესადის რეჟიმის ხელში გადადის

ქალაქი დასტოვა 130 ატასამდე კაცმა

943048
აღმოსავლეთი გუტა ესადის რეჟიმის ხელში გადადის

 

გაეროს გენერალური მდივნის პრეს წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიჩმა ყოველდღიურ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ ესადის ძალების მიერ ალყაშემორტყმული აღმოსავლეთ გუტადან 130 ათასი კაცი გავიდა, რომლებიც ძირითადად ტელ რიფატსა და მის შემოგარენში დაბინავდნენ და ცდილობენ მათ უზრუნველყოფას თავშესაფრებით, კვების პროდუქტებით და მედიკამენტებით. როგორც ცნობილია, ზედიზედ უკვე რამდენიმე კვირაა რაც ესადის ძალები უტევენ ოპოზიციის კონტროლქვეშ მყოფ აღმოსავლეთ გუტას და მისი უდიდესი ნაწილი უკვე მათ ხელში გადავიდა. ეს რეგიონი გასული წლის აპრილის აქეთ ალყაშემორტყმულია ესადის რეჟიმის მხრიდან, ხოლო გასული წლის დეკემბრის აქეთ ამ რეგიონს სისტემატურად ბომბავს ესადის რეჟიმი. ამ რეგიონში 400 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, რომლის ნახევარსაც ქალები და ბავშვები წარმოადგენენ.



მსგავსი ინფორმაციები