ბაღდადი დეაშის სირიაში ყოფნას საფრთხედ მიიჩნევს

"ჩვენ არ დავუშვებთ მის ხელახლა ჩამოყალიბებას"

942303
ბაღდადი დეაშის სირიაში ყოფნას საფრთხედ მიიჩნევს

 

ერაყის პრემიერ მინისტრმა ჰაიდარ ალ-იბადიმ განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ-ი, სირიაში სერიოზულ საფრთხეს ქმნის. იბადიმ დედაქალაქ ბაღდადში გამართულ   ყოველკვირეული პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეაში მათ ქვეყანაში ფაქტიურად დაამარცხეს, თუმცა, ზოგიერთ ქალაქებში კიდევ მოქმედებენ მათი პატარ-პატარა შეიარაღებული უჯრედები.

"მართალია, ერაყ-სირიის საზღვარზე კონტროლი გვაქვს, მაგრამ, DEAŞ-ის სირიაში ყოფნა რეალური საფრთხეა, ჩვენ არ დავუშვებთ მის ხელახლა ჩამოყალიბებას, ამიტომაც, DEAŞ- თან ბრძოლას ჩვენ სირიაში და რეგიონში გადავიტანთ, რისთვისაც მომზადებული გვაქვს სპეციალური გეგმები“, განაცხადა იბადიმ



მსგავსი ინფორმაციები