ერაყში 39 ინდოელის გვამი აღმოაჩინეს

ისინი დეაშელებმა 2014 წელს მოკლეს

933966
ერაყში 39 ინდოელის გვამი აღმოაჩინეს

 

დადგინდა, რომ 2014 წელს ერაყში გატაცებული 39 ინდოელი მუშა მოკლეს. ინდოეთის პარლამენტში სიტყვით გამოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სუშმა სარაჯიმ განაცხადა, რომ  2014 წელს ერაყში გატაცებული 39 ინდოელი მოქალაქე ტერორისტებმა მოკლეს.

მისივე თქმით, საერთო საფლავიდან ამოღებული 38 გვამზე განხორციელებულმა დნმ-ის ანალიზებმა დაადასტურეს, რომ ეს გვამები 2014 წელს გატაცებულ ინდოელ მოქალაქეებს ეკუთვნით, ხოლო ერთი გვამის კი მხოლოდ 70%-ი ემთხვევა და მათი ინდოეთში გამოსვენება მალე მოხდება.

ინდოელი მუშები ერაყის ქალაქ მოსულიდან 2014 წელს დეაშელებმა გაიტაცეს



მსგავსი ინფორმაციები