ვერტმფრენი, რომელსაც ამერიკელი სამხედროები გადაჰყავდა, ერაყის დასავლეთში ჩამოვარდა

აშშ-ს ლიდერობით დეაშ-ის წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციამ განაცხადა, რომ ვერტმფრენი, რომელსაც ამერიკელი სამხედროები გადაჰყავდა, ერაყის დასავლეთში ჩამოვარდა

930873
ვერტმფრენი, რომელსაც ამერიკელი სამხედროები გადაჰყავდა, ერაყის დასავლეთში ჩამოვარდა

აშშ-ს ლიდერობით დეაშ-ის წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციამ განაცხადა, რომ ვერტმფრენი, რომელსაც ამერიკელი სამხედროები გადაჰყავდა, ერაყის დასავლეთში ჩამოვარდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის ვერტმფრენი, რომელსაც ამერიკელი სამხედროები გადაჰყავდა, ერაყის დასავლეთში ჩამოვარდა და სამაშველო-სამძებრი ჯგუფები კატასტროფის ადგილზე მუშაობენ.

განცხადებაში, რომელშიც საკითხთან დაკავშირებით სხვა დელატები მოცემული არ არის, აღნიშნულია, რომ გამოძიება სასწრაფოდ დაიწყება.

ამერიკის თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილის ცნობით, ვერტმფრენში 7 სამხედრო იმყოფებოდა.

უფლებამოსილის განცხადებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის და მომდევნო საათებში დეტალური ინფორმაცია გავრცელდება.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ერაყი , #ვერტმფრენი

მსგავსი ინფორმაციები