ილდირიმი ბაქოს მეექვსე გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ილდირიმი ბაქოს მეექვსე გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

930275
ილდირიმი ბაქოს მეექვსე გლობალურ  ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ბაქოში გამართულ მეექვსე გლობალურ  ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოებისათვის უფრო მეტი თანამშრომლობაა საჭირო.  პრემიერმა ასევე დასძინა, რომ უცხო მტრების წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედებაა საჭირო. მისივე თქმით თურქეთი ევროპის და აზიის შორის სხვადასხვა ცივილიზაციების და რელიგიების გამაერთიანებელი ცენტრია რა, ამ თვალსაზრისით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის პროექტი ძალიან ფართო გეოგრაფიისათვის მნიშვნელოვანია. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ ტრანს-ანატოლიური მილსადენის (TANAP) მეშვეობით აზერბაიჯანული გაზის, თურქეთის გავლით, ევროპაში მიწოდების პროექტი  მიმდინარე წელს დასრულდება.  ილდირიმმა გაეროც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გლობალური პრობლემების მოგვარებაში უმოქმედოა.  თურქმა პრემიერმა ბოლოს,  აზერბაიჯან-სომხეთს შორის არსებულ დაძაბულობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან სიმართლე გაიმარჯვებს.



მსგავსი ინფორმაციები