ზეთისხილის რტო-ს ოპერაცია წარმატებით გრძელდება

ზეთისხილის რტო-ს ოპერაცია წარმატებით გრძელდება

927091
ზეთისხილის რტო-ს  ოპერაცია წარმატებით გრძელდება

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებული  „ზეთისხილის რტო“-ს სახელწოდების ოპერაცია, რომელის მიმართულია ტერ ორგანიზაცია,  PKK/KCK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ის წევრების გასანეიტრალებლად,  მიმდინარე წლის 20 იანვარს დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში გუშინ კიდევ 87 ტერორისტი იქნა მოკლული, ხოლო დაწყებიდან დღემდე მთლიანობაში ლიკვიდირებულ ტერორისტთა რაოდენობა 3300-მდე გაიზარდა. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და თავისუფალი სირიის არმიამ,  ზეთისხილის რტო-ს ოპერაციის ფარგლებში, ტერორისტებისგან გაანთავისუფლეს აფრინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შავი მთა, მიმდებარე სოფლები,  აფრინის რეგიონზე დაკავშირებული ჰალიდიეს, ჯულბულის და ქალაქ ჯინდერესის მიმდებარე სოფლები.   ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-ს იარაღის საწყობები და თავდაცვითი ხაზი ძირითადად აფრინის ცენტრში აქვს განთავსებული.   ტერორისტები სამოქალაქოების ცოცხალ ფარად გამოყენების მიზნით, ისინი ქალაქის ცენტრში ჰყავთ შეპყრობილი. მათ ასეთ ქმედებას გეროსგანაც მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. მეორეს მხრივ ტერ ორგანიზაცია,  PYD-YPG-ს ლიდერთაგანი აფრინიდან გაქცევას ცდილობენ. თურქეთის შეიარაღებული ძალები და თავისუფალი სირიის  არმია აფრინის ცენტრში შეიძლება მალე შევიდეს.



მსგავსი ინფორმაციები