ესადის რეჟიმი აღმოსავლეთ გუტას დაბომბვას აგრძელებს

ეს რეგიონი ფაქტიურად ორად გაიყო

926098
ესადის რეჟიმი აღმოსავლეთ გუტას დაბომბვას აგრძელებს

 

სირიაში, ბაშარ ასადის რეჟიმმა და მისმა მხარდამჭერებმა ბლოკადაში მოქცეული აღმოსავლეთი გუტა, ინტენსიური საჰაერო თავდასხმების შედეგად პრაქტიკულად ორად გაყვეს.


ასადის რეჟიმმა და მხარდამჭერებმა, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 24 თებერვალს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე 3 მარტს უარი განაცხადა და რუსეთის საჰაერო მხარდაჭერით მასიური თავდასხმები დაიწყო დედაქალაქ დამასკოს ხსენებულ რეგიონზე.

აღმოსავლეთ გუტას ორად გაყოფა მას შემდეგ მოხდა, რაც სამთავრობო ძალებმა 1 კმ-იანი კორიდორის, რომელიც აღმოსავლეთ გუტას შუაზე ჰყოფს, მასიური ცეცხლის ქვეშ მოაქციეს.

აღმოსავლეთი გუტა ოპოზიციის კონტროლ ქვეშ არის და ისინი მხოლოდ პარტიზანული წესებით ეომებიან კბილებამდე შეიარაღებულ ესადის ძალებს.

როგორც ცნობილია ამ რეგიონში მორატორიუმი 24 თებერვალს გამოცხადდა, ხოლო 27 თებერვლიდან პუტინმა 09:00 საათიდან 14:00 საათამდე ჰუმანიტარული შესვენება გამოცხადა, მაგრამ, ესადის ძალები ამ გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებიან.

აღმოსავლეთ გუტაში 400 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და მათ ნახევარს ქალები და ბავშვები წარმოადგენენ რა, მათი ერთი ნაწილი დაბომბვებს, ერთი ნაწილი კი შიმშილს და ავადმყოფობას ეწირებიან



მსგავსი ინფორმაციები