ესადი აგრძელებს აღმოსავლეთ გუტას დაბომბვას

გუშინდელი დაბომბვის შედეგად დაიღუპა 58 სამოქალაქო პირი

913958
ესადი აგრძელებს აღმოსავლეთ გუტას დაბომბვას

 

სირიის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ესადის რეჟიმის ძალებმა დედაქალაქ დამასკოში კვლავ დაბომბეს ალყა შემორტყმული აღმოსავლეთ გუტას რაიონი, რის შედეგადაც კიდევ 58 სამოქალაქო პირი დაიღუპა და მათ შორის მრავალი ქალები და ბავშვებიც არიან, ხოლო 45-მდე დაჭრილი კი სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოებში, თუმცა, მათ შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან.

მართალია აღმოსავლეთ გუტა ოპოზიციის კონტროლ ქვეშ არის, მაგრამ, გასული წლის აპრილის აქეთ იგი ალყაშემორტყმულია ესადის რეჟიმის მხრიდან, ხოლო გასული წლის დეკემბრის აქეთ ამ რეგიონს სისტემატურად ბომბავს ესადის რეჟიმი.

ამ რეგიონში 400 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, რომლის ნახევარსაც ქალები და ბავშვები წარმოადგენენ.



მსგავსი ინფორმაციები