დამასკოში აღმოსავლეთ გუტა კვლავ იბომბება

გუშინდელ საჰაერო დარტყმებს 75 სამოქალაქო ემსხვერპლა

906860
დამასკოში აღმოსავლეთ გუტა კვლავ იბომბება

 

სირიის დედაქალაქ დამასკოს აღმოსავლეთ გუტას რეგიონზე, რომელიც ოპოზიციის კონტროლქვეშ იმყოფება და ამიტომ ესადის რეჟიმის ძალების მხრიდან ალყაშია მოქცეული, გუშინ მორიგი საჰაერო თავდასხმები განხორციელდა, რასაცა კიდევ 75 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა და ათობით დაიჭრა, რომელთა შორის მძიმედ დაჭრილებიც არიან და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან.

სავარაუდოდ ჩამონგრეული ნაგებობების ქვეშ ადამიანები არიან დარჩენილნი და მათ დასახმარებლად ადგილზე მუშაობენ საძიებო და სამაშველო ეკიპაჟები.

ესადის რეჟიმი და რუსული ბომბდამშენები გასული წლის 29 დეკემბრის აქეთ მასიურად ბომბავენ აღმოსავლეთ გუტას და ამ 42 დღის განმავლობაში 524 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 2 ათასამდე დაიჭრა.

ხსენებულ რეგიონში 400 ათასამდე კაცი ცხოვრობს და მათ ნახევარს ქალები და ბავშვები წარმოადგენენ



მსგავსი ინფორმაციები