აზეზის დაბის მიგრანტთა ბანაკებზე PYD/PKK-ს მხრიდან სარაკეტო თავდასხმა მოხდა

აზეზის დაბის მიგრანტთა ბანაკებზე აფრინში მყოფი ტერორგანიზაცია PYD/PKK-ს მხრიდან სარაკეტო თავდასხმა მოხდა

903766
აზეზის დაბის მიგრანტთა ბანაკებზე PYD/PKK-ს მხრიდან სარაკეტო თავდასხმა მოხდა

სირიაში, ალეპოს პროვინციის ჩრდილოეთში მდებარე აზეზის დაბის მიგრანტთა ბანაკებზე აფრინში მყოფი ტერორგანიზაცია PYD/PKK-ს მხრიდან სარაკეტო თავდასხმა მოხდა.

ქილისის პროვინციის მოპირდაპირე მხარეს მდებარე და თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ 2016 წელში ჩატარებული ოპერაცია ევფრატის ფარით გათავისუფლებული აზეზის რეგიონის მიგრანტთა ბანაკების მიმართულებით ნასროლი რაკეტები ცარიელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

თავდასხმას მიგრანტთა ბანაკში, სადაც დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს სერიოზული პანიკა მოჰყვა.  

ბანაკებში ცხოვრობენ რაკადან, ჰუმუსიდან, ალეპოდან დამასკოდან, იდლიბიდან, დეირიზორიდან და ჰასაკედან გაქცეული დევნილები.

PYD/PKK-ს წევრმა ტერორისტებმა შაბათს აფრინის აღმოსავლეთში ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ აზეზის დაბაში ერთ-ერთ ბაზარს 7 რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ოპერაცის „ზეთისხილის რტო“-ს დაწყებიდან დღემდე PYD/PKK -ს მხრიდან ქილისსა და ჰათაის დაბა რეიჰანლიზე, ასევე სირიის ჩრდილოეთში მდებარე აზეზსა და მერეს დაბებზე ხშირდა ხდება სარაკეტო თავდასხმები.



მსგავსი ინფორმაციები