გუშინ, გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრება ჩატარდა

განიხილეს სირიაში შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია

895105
გუშინ, გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრება ჩატარდა

 

გუშინ, გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრება ჩატარდა, რომელზედაც სირიაში შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია განიხილეს.

იგი დახურულ კარს მიღმა წარიმართა და მისი დასრულების შემდეგ პრესისათვის განცხადება გაავრცელა ამ შეკრების ინიციატორმა, საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ფრანსუა დელატრემ და თქვა, რომ უშიშროების საბჭოზე ბრიფინგით წარდგნენ  ჯერ გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე მარკ ლოუკოკი, რომელმაც ისაუბრა სირიაში ვიზიტის შედეგების და იქ ნახული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, შემდეგ კი გაეროს პოლიტიკურ საკითხებში პასუხისმგებელი მოადგილე ჯეფრი ფელტმანი, რომელმაც უს წევრებს სირიაში შექმნილი ბოლო ვითარება გააცნო.

დელატრეს თქმით, შეკრებაზე აფრინში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს და აღნიშნა, რომ გაგებით ეკიდებიან ანკარის შეშფოთებას საზღვრების უსაფრთხოების საკითხებში



მსგავსი ინფორმაციები