ისრაელმა სირიაზე სამი საჰაერო თავდასხმა განახორციელა

ესადის რეჟიმის განცხადებით 1 გამანადგურებელი ჩამოაგდეს

884545
ისრაელმა სირიაზე სამი საჰაერო თავდასხმა განახორციელა

ესადის რეჟიმის განცხადებით, ისრაელმა დამასკოს მახლობლად სამი საჰაერო თავდასხმა განახორციელა და მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დაბლოკეს ეს თავდასხმები, ხოლო ამის პარალელურად ისრაელის 1 გამანადგურებელი კი ჩამოაგდეს. ისრაელურმა გაზეთმა ჰაარეცმა სირიის რეჟიმის ეს ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისრაელის გამანადგურებლების მთავარი სამიზნე ესადის არსენალები იყო. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ ტელ ავივს რაიმე განცხადება არ გაუვრცელებია



მსგავსი ინფორმაციები