ერაყის პარლამენტმაც არ მიიღო ტრამპის გადაწყვეტილება

ბაღდადი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად არ აღიარებს

883535
ერაყის პარლამენტმაც არ მიიღო ტრამპის გადაწყვეტილება

 

ერაყის პარლამენტმა ხმის უმრავლესობით მიიღო კანონ-პროექტი, რომელიც გმობს აშშ-ს მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილებას.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ პრესისათვის გავრცელებულ განცხადებაში ეროვნული კოალიციის პარლამენტარმა ალი ეს საფიმ განაცხადა, რომ ერაყის ფედერალური პარლამენტის დეპუტატებმა  აშშ-ის გადაწყვეტილება შეაფასეს ერთის მხრივ როგორც ყველა რელიგიისათვის პროვოკაციული ქმედება და მეორეს მხრივ, როგორც დიდი საშიშროება და მუქარა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის.

მისივე თქმით, ქვეყნის პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ერაყის მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცენ იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად ცნობის მოსაზრებას და  ამ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გასატარებლად გაეროში ყველანაირი საჭირო დიპლომატიური ძალისხმევა გამოიჩინონ.

როგორც ცნობილია გასული წლის 6 დეკემბერს დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად იქნა აღიარებული, მაგრამ, თურქეთის ინიციატივით ეს გადაწყვეტილება 21 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეის კენჭისყრაზე იქნა გატანილი და 128 ხმით 9 ხმის წინააღმდეგ ბათილად იქნა ცნობილი  



მსგავსი ინფორმაციები