უკრაინამ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

უკრაინამ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

881641
უკრაინამ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

უკრაინის მოქალაქეობა წართმეული, საქართველოს ექსპრეზიდენტი და ყოფილი ოდესის გუბერნატორის  მიხეილ სააკაშვილის დევნილის სტატუსის მოთხოვნა უკრაინამ არ დააკმაყოფილა. კიევის საოლქო სასამართლომ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ,  მიხეილ სააკაშვილის სარჩელი განიხილა რა,  მოსამართლემ მისი ეს სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლოს დასრულების შემდეგ სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. მისივე თქმით, სააკაშვილს ჯერ კიდევ აქვს, უკრაინის ტერიტორიაზე ბინადრობის უფლება, რადგან სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ მისი საქართველოში ექსტრადაცია არც კი განიხილება. უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა გასული წლის 1 ნოემბერს მოქალაქეობა წართმეული სააკაშვილზე დევნილის სტატუსის დოკუმენტის გადაცემაზე უარი განაცხადა. საქართველოს პროკურატურამ, რომელმაც,  სააკაშვილის მიმართ დაკავების ორდერი გასცა, უკრაინის მთავრობას მისი დაპატიმრება  და საქართველოზე ექსტრადაცია მოსთხოვა. სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2015 წლის 4 დეკემბერს წაერთვა რა, იგი საქართველოში 2013 წლის შემდეგ აღარ დაბრუნებულა



მსგავსი ინფორმაციები