ავღანეთში დაკრძალვის ცერემონიალზე თავდასხმა მოხდა

არიან დაღუპულები

879245
ავღანეთში დაკრძალვის ცერემონიალზე თავდასხმა მოხდა

ავღანეთში ერთ-ერთ დაკრძალვის ცერემონიალზე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად წინასწარი მონაცემებით 15 ადამიანი დაიღუპა, ათზე მეტიც  დაშავდა. თავდასხმა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. სააგენტოების ინფორმაციით რეგიონში ტერ ორგანიზაცია,  დეაშის არსებობა საგრძნობლად გაიზარდა.  გასულ კვირას ქვეყნის დედაქალაქ, ქაბულში შიიტების ერთ-ერთ კულტურის ცენტრზე DEAŞ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები