საჰაერო ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ ჩატარებული საჰაერო ოპერაციის შედეგად 11 შეიარაღებული ტერორისტი გაანეიტრალეს

877175
საჰაერო ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ავაშინ-ბასიანის რეგიონსა და ერზინჯანის და რეფაჰიეს მიმდებარედ გუშინ ჩატარებული საჰაერო ოპერაციის შედეგად 11 შეიარაღებული ტერორისტი გაანეიტრალეს.

გენშტაბში გაკეთებული განცხადების თანახმად, ერაყის ჩრდილოეთსა და ქვეყნის შიგნით სეპარატისტული ტერორგანიზაციის კუთვნილ სამიზნეებზე ოპერაციები გრძელდება.  

ამ ფარგლებში, სადაზვერვო საშუალებებით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სასაზღვრო ხაზზე მდებარე პოლიციის განყოფილებასა და საბაზო რეგიონზე თავდასხმისათვის მზადებაში მყოფი სეპარატისტული ტერორგანიზაციის წევრები დააფიქსირეს, მათ წინააღმდეგ გუშინ საჰაერო ოპერაცია ჩაატარეს, რა დროსაც ერაყის ჩრდილოეთში ავაშინ-ბასიანის რეგიონში 6 და ერზინჯანის და რეფაჰიეს მიდამოებში 5, მთლიანობაში 11 ტერორისტი გაანეიტრალეს.

საჰაერო ოპერაციის დროს , სეპარატისტული ტერორგანიზაციის წევრების მიერ თავშესაფრად გამოყენებული ადგილებიც გაანადგურეს და ოპერაციაში მონაწილე საბრძოლო თვითმფრინავები ბაზებზე უსაფრთხოდ დაბრუდნენ.   

 



მსგავსი ინფორმაციები