რუსეთი სირიაში ორ საჰაერო ბაზას ხსნის

ეს ბაზები მუდმივი იქნება

876200
რუსეთი სირიაში ორ საჰაერო ბაზას ხსნის

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში ორი მუდმივი საჰაერო ბაზის შექმნა დაიწყო. როგორც განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, მათ დაიწყეს ორი, ტარტუსის და ჰმეიმიმის სამხედრო ბაზების შექმნა და რომ ეს ბაზები მუდმივად იარსებებენ.

"გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ტარტუსის და ჰმეიმიმის სამხედრო ბაზების   განლაგების  სტრუქტურა და პერსონალის სია და ჩვენც დავიწყეთ სამხედრო ბაზების შექმნა", განაცხადა შოიგუმ.

რუსეთმა სირიაში, 2015 წლის 30 სექტემბრიდან დაწყებული სამხედრო ოპერაციები წინა თვეში დაასრულა და აქ განლაგებული თავისი ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიყვანა



მსგავსი ინფორმაციები