არაბულმა ლიგამ „მინი არაბული მინისტრთა კომიტეტი“ შექმნა

არაბულმა ლიგამ, ტრამპის იერუსალიმის „ისრაელის დედაქალაქად“ აღიარების გადაწყვეტილებასთან ბრძოლის ფარგლებში „მინი არაბული მინისტრთა კომიტეტი“ შექმნა

870242
არაბულმა ლიგამ „მინი არაბული მინისტრთა კომიტეტი“ შექმნა

არაბულმა ლიგამ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იერუსალიმის „ისრაელის დედაქალაქად“ აღიარების გადაწყვეტილებასთან ბრძოლის ფარგლებში „მინი არაბული მინისტრთა კომიტეტი“ შექმნა.

ლიგაში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ კომიტეტი იორდანიის, პალესტინის, ეგვიპტის, საუდის არაბეთის, მაროკოს, გაერთიანებული არაბული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და არაბული ლიგის გენერალური მდივნისგან შედგება.

კომიტეტი, აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის გადაწყვეტილების პირდაპირ უარყოფით შედეგებთან და გავლენასთან ბრძოლაში დიპლომატიურ და მედიის დონეზე მოქმედების დაწყების მოვალეობას შეასრულებს.

პალესტინისა და იორდანიის მოთხოვნით 9 დეკემბერს ჩატარებულ არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების იერუსალიმის თაობაზე საგანგებო შეხვედრაზე, არაბული მშვიდობის საინიციატივო კომიტეტს, იერუსალიმის გადაწყვეტილების პოლიტიკურ შედეგებთან საბრძოლველად საერთაშორისო საზოგადოებასთან და ორგანიზაციებთან მუშაობისათვის კომიტეტის შექმნა დაევალა.   



მსგავსი ინფორმაციები