სირიის მოლაპარაკებები ჟენევაში გრძელდება

ოპოზიციამ მოლაპარაკებების საბჭო შექმნა

859990
სირიის მოლაპარაკებები ჟენევაში გრძელდება

სირიის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების პირველი ნაწილი, რომელიც 28 ნოემბერს შვეიცარიის ჟენევაში დაიწყო, გუშინ დასრულდა.

ამის პარალელურად, ოპოზიციონერები 22-23 ნოემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში შეიკრიბნენ, რათა ახალი და ყოვლისმომცველი უმაღლესი  მოლაპარაკებების საბჭო შეექმნათ.

ამით ისინი ითვალისწინებდნენ ესადის რეჟიმის პრეტენზიაზე პასუხის გაცემას, რომ ოპოზიციონერები დაქსაქსულად მოქმედებენ, მათ წინაშე არ გამოდის ერთადერთი თანამოსაუბრე  და ამიტომ არ იციან თუ ვის შეხვდნენ.

უმაღლესი მოლაპარაკებების საბჭო ესადის რეჟიმის წარმომადგენლებთან პირველსავე შეხვედრაზე ისინი გარდამავალი პერიოდის პოლიტიკური პროცესების განხილვისათვის პირდაპირი მოლაპარაკებებისათვის მიიწვია.

რიადში შექმნილმა მოლაპარაკებების საბჭომ ამასთან ზედიზედ 4 შეკრება გამართა გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან სირიაში სტეფან დე მისტურასთან.

მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება    



მსგავსი ინფორმაციები