აშშ თურქეთის დაშოშმინებას ცდილობს

“PYD/YPG-სათვის გადაცემულ სამხედრო დახმარებას უკან დავიბრუნებთ“

858906
აშშ თურქეთის დაშოშმინებას ცდილობს

როგორც განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ერიკ პაჰონმა, ამერიკა ყველა იმ იარაღს და მძიმე სამხედრო ტექნიკას უკან ჩამოართმევს ქურთულ ტერ ორგანიზაცია პკკ-ას სირიულ განშტოება  PYD/YPG-ს, რომლებიც თავის დროზე გადასცეს დეაშელების წინააღმდეგ ბრძოლაში და რომლებიც ახლა საფრთხეს უქმნიან თურქეთის უშიშროებას.

"ჩვენ კატეგორიულად ჩამოვართმევთ სირიაში მებრძოლ ქურთებს იმ იარაღებს, რომლებიც  საფრთხეს უქმნიან მოკავშირე თურქეთს და ამ იარაღების ინვენტარი თურქებსაც აქვთ", განაცხადა პაჰონმა.

მისივე თქმით ჩამოსართმევ იარაღებში და ტექნიკაში არ შედის ბულდოზერები, ექსკავატორები, სამხედრო პერსონალის გადამზიდავი ავტომანქანები, ნაღმები და ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებები, ხოლო ჩამოსართმევში შედიან MRAP-ს ტიპის ჯავშანტექნიკა, ტყვიამფრქვევები, ტანკები, სარაკეტო დანადგარები და სხვა.

დეაშთან აქტიური ბრძოლის საბაბით, აშშ-მა 2015 წლიდან დაწყებული ამ თვის დასაწყისამდის 4 ათასამდე ტრაილერით სავსე იარაღი და სამხედრო ტექნიკა მიაწოდა სირიაში მებრძოლ ქურთულ  შეიარაღებულ დაჯგუფება  PYD/ YPG-ს, რომელსაც თურქეთი პკკ-ას განშტოებად და ამდენად ტერორისტულად მიიჩნევს



მსგავსი ინფორმაციები