მევლუთ ჩავოშოღლუ აზერბაიჯანში იმყოფება
მევლუთ ჩავოშოღლუ აზერბაიჯანში იმყოფება
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთ-აზერბაიჯან-პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გასამართ სამმხრივ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანში ჩავიდა. ბაქოში ჩასული ჩავუშოღლუ ამ ქვეყნის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევმა მიიღო. შეხვედრაზე ალიევმა თურქეთ-აზერბაიჯან-პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გასამართ სამმხრივ სამიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამივე ქვეყანამ ახალი პარტნიორობისათვის საჭირო ნაბიჯები უნდა გადადგან. მან ასევე დასძინა, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს სამმხრივი ფორმატის კავშირები სხვა ქვეყნებთანაც აქვს, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობას მრავალმხრივ უწყობს ხელს. შეხვედრაზე თურქმა მინისტრმა ერთი თვის წინ ამოქმედებულ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინოზო მაგისტრალზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „სამომავლოდ ტრანს ანატოლიური ბუნებრივი გაზის მაგისტრალის (TANAP) მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტები კიდევ გვაქვს განსახორციელებელი. თქვენი მტკიცე დგომით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ყველა სფეროში უკეთესობისკენ მიდის. მეორეს მხრივ, თურქეთი და აზერბაიჯანი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ქვეყნები არიან.“ ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს, თურქმენეთის და ირანის მიერ ჩამოყალიბებული სამმხრივი მექანიზმიც ასევე რეგიონის სტაბილურობაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს. მან შემდეგ თავის, აზერბაიჯანელ და პაკისტანელ კოლეგასთანაც გამართა შეხვედრა.