პენტაგონს დსძ-სთვის მიცემული მძიმე იარაღის ჩამორთმევა აქვს განზრახული

პენტაგონს დემოკრატიული სირიის ძალებისათვის მიცემული დიდი სატრანსპორტო საშუალებებისა და მძიმე იარაღის ჩამორთმევა აქვს განზრახული

857171
პენტაგონს დსძ-სთვის მიცემული მძიმე იარაღის ჩამორთმევა აქვს განზრახული

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს სირიაში, სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს რეგიონში განშტოება YPG-ს ლიდერობით დემოკრატიული სირიის ძალებისათვის მიცემული დიდი სატრანსპორტო საშუალებებისა და მძიმე იარაღის ჩამორთმევა აქვს განზრახული.

პენტაგონმა, გუშინწინ გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე ზოგიერთი ჟურნალისტის მიერ პენტაგონის პრესსპიკერისათვის პოლკოვნიკ რობ მენინგისათვის დასმულ შეკითხვებზე წერილობითი პასუხი გასცა.

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე „დარიგებული იარაღის უკან დაბრუნების ეტაპი იქნება თუ არა?“ პასუხი შემდეგი იყო: “ ჩვენი განზრახვაა სპეციფიური საფრთხეების აღმოფხვრის შემდეგ დიდი სატრანსპორტო საშუალებებისა და მძიმე ან პერსონალის მიერ გამოყენებული იარაღის შეგროვება.“

განცხადებაში ამასთანავე ნათქვამია, რომ ამერიკელი სამხედროები ველზე იარაღის გამოყენებას აკვირდებიან და ამერიკის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა აშშ-ის მხარდაჭერის წინა პირობა, ჟენევის კონვენციისა და შეიარაღებული კონფლიქტების კანონების დამორჩილებაზე, თანხმობა გამოაცხადეს.

კითხვაზე „როგორც მინისტრმა (ჯეიმს მატისი) განაცხადა, ჟენევის მოლაპარაკებების მხარდასაჭერად აძლევთ თუ არა დემოკრატიული სირიის ძალებს იარაღს?“ პენტაგონის უფლებამოსილებმა უპასუხეს, რომ DEAŞ-თან ბრძოლა გრძელდება, მისი საბოლოო დამარცხებისათვის გასაკეთებელი კიდევ არის და აშშ დსძ-ის მხარდაჭერას გააგრძელებს.

განცხადებაში ნათქვამი, რომ დახმარება, რომლის დეტალებზე საუბარი არ არის, გადახედილი იქნა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #პენტაგონი , #სირია , #იარაღი

მსგავსი ინფორმაციები