იბადი სასაზღვრო კარები

ქურთული რეგიონის (IKBY) ხელში არსებული სასაზღვრო კარების, ცენტრალური ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადასვლისთვის, არ დაიცდიან ბოლომდე

848154
იბადი სასაზღვრო კარები

ერაყის პრემიერის ჰაიდარ ელ იბადის, დედაქალაქ ბაღდადის მთავრობის სასახლეში გამართულ ყოველ კვირეულ პრეს-კონფერენციაზე განცხადებით, ერაყის ქურთული რეგიონის (IKBY) ხელში არსებული სასაზღვრო კარების კონტროლის, ცენტრალური ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადასვლისთვის არ დაიცდიან ბოლომდე. ერაყის ქურთული რეგიონის ადმინისტრაცია განუდგა  ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებას. ამიტომაც სასაზღვრო კარების კონტროლთან დაკავშირებით გადადგამენ წარმოუდგენელ ნაბიჯებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად IKBY-ს ხელშია ჰაბურის და ფიშჰაბურის სასაზღვრო კარები.  ერაყის პრემიერი იბადი შეეხო ერაყის ქურთულ რეგიონში მოსამსახურეების ხელფასებსაც და აღნიშნა, რომ სერიოზულად უდგებიან მათი ხელფასების გადახდას და შეახსენათ ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია. გამოკვეთა ეკონომიკური განვითარებისთვის შეფერხების შემქმნელი ნავთობის ფასების დაცემა და აღნიშნა, რომ როგორც ცენტრალური მთავრობა, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ხელფასები გადაუხადონ IKBY-ს საჯარო მოსამსახურეებს.  

შეეხო ტერ-ორგანიზაცია დეაშთან ბრძოლასაც და მიანიშნა, რომ ერაყის ძალები ემზადებიან ერბილის დასავლეთით, ჯეზრეს რეგიონის გასანთავისუფლებლად. ეს ის ადგილებია, სადაც 2003 წლის შემდეგ, არ შესულან სახელმწიფოს მოხელეები.

კორუფციის შესახებ კი, თქვა რომ გააგრძელებენ რეფორმის მცდელობას. არავითარი რეფორმა არ იქნება წარმატებული კორუფციასთან ბრძოლის გარეშე.


საკვანძო სიტყვები: #ერაყი , #პრემიერი , #იბადი , #განცხადება

მსგავსი ინფორმაციები