ქერქუქის ნავთობის ექსპორტირება ჯეიჰანის პორტით

ქერქუქის ნავთობის, ჯეიჰანის პორტით ექსპორტირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

839239
ქერქუქის ნავთობის ექსპორტირება ჯეიჰანის პორტით

ერაყის ნავთობის მინისტრმა ჯებბარ ელ-ლაიბიმ, ქვეყნის სამხრეთით, ქერბალას რეგიონში ახალი ნავთობ-პროდუქტების საცავის გახსნასთან დაკავშირებით პრესისთვის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქერქუქის ნავთობის, ჯეიჰანის პორტით ექსპორტირების შესახებ მოლაპარაკებებს წარმართავენ თურქეთის მთავრობასთან. თუმცა აქამდე ჯერ არ მომხდარა საბოლოო შეთანხმების მიღება. მინისტრმა ისიც დაამატა, რომ ნავთობ-პროდუქტების საცავში არის 64 მილიონი ლიტრი მოცულობის 13 სხვადასხვა რეზერვუარის დიდი საცობი, რომელიც გახდება ქერქუქის ნავთობ-პროდუქტების სტრატეგიული რეზერვის ცენტრი.

ერაყის მთვარობას გავრცელებული ჰქონდა განცხადება, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონების დანაკარგების ანაზღაურების მიზნით, გასულ თვეში, ცენტრალური და სამხრეთის ნავთობის ტერიტორიებიდან ახდენენ დღეში დაახლოებით, 200 ათასი ბარელი ნავთობის ამოტუმბვას.   

ერაყის ძალებმა კი, 2014 წლიდან, ფეშმერგების ხელში მოქცეულ ქერქუქის ნავთობის შელფებზე კონტროლი აღადგინა გასული თვის შუა რიცხვებში.  მასზე ადრე კი, ერაყის ქურთული რეგიონის ხელისუფლების, ხმელთა შუა ზღვიდან ჯეიჰანის პორტამდე გაწოლილი მილსადენით ხდებოდა თურქეთში შეტანილი 250-300 ათასი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება საერთაშორისო ბაზარზე. როგორც ვარაუდობენ, ქერქუქის ნავთობის მთლიანი რეზერვი შეადგენს 13 მილიარდ ბარელს და იგი უტოლდება ერაყის ნავთობის რეზერვის 12 %-ს.



მსგავსი ინფორმაციები