სირიის საკითხს კვლავ ასტანაში განიხილავენ

შეხვედრები ორმხრივი მოლაპარაკებებით დაიწყო

837155
სირიის საკითხს კვლავ ასტანაში განიხილავენ

სირიის საკითხებზე მორიგი, რიგით მე -7 შეხვედრა გუშინ, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში,  თურქეთის, რუსეთის და ირანის დელეგაციებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებებით დაიწყო.

გუშინვე ჩატარებულ წინასწარ მოლაპარაკებებში, მხარეებმა ძირითადად ასადის რეჟიმის საპატიმროებში მყოფი პატიმრებისა და მათი გათავისუფლების საკითხები განიხილეს.

თურქული და რუსული დელეგაციის წევრები, ორმხრივი მოლაპარაკებებში ძირითადად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ამ შეხვედრაში სირიის გაერთიანებული ოპოზიციის დელეგაციაც იღებს მონაწილეობას და ორმხრივი მოლაპარაკებების  დაწყებამდე მათ გაეროსთან კონსულტაცია ჩაატარეს.

პირველი სამმხრივი შეხვედრა თურქეთის, რუსეთის და ირანის დელეგაციებმა დღეს, თურქეთის დროით 12:00 საათზე ჩაატარეს



მსგავსი ინფორმაციები