ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზი 30 ოქტომბერს იხსნება

მატარებელი სტარტს ბაქოს დეპოდან აიღებს

835692
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზი 30 ოქტომბერს იხსნება

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პირველი ოფიციალური გახსნა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით ხვალ, ე.ი. 30 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც განაცხადა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო და კავშირგაბმულობის მინისტრმა აჰმეტ არსლნმა, ერდოღანი, ალიევი და კვირიკაშვილი პირველ მგზავრობას ბაქოდან დაიწყებენ.

“ამ რკინიგზის მაგისტრალის ამოქმედებით მარტო მატარებლები კი არ ივლიან, არამედ, რეგიონის ისტორიაც უკეთესობისკენ შეიცვლება“, განაცხადა არსლანმა და დაამატა, რომ ამ მაგისტრალს შემდეგ ედირნედენ ევროპაში მიმავალ ჩქარი მატარებლის რკინიგზის ხაზს მიუერთებენ, რისთვისაც შესაბამისი ნაბიჯები იდგმება.

თურქმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისინი ირან-აზერბაიჯან-თურქეთს შორისაც გეგმავენ სარკინიგზო ხაზის გაყვანას



მსგავსი ინფორმაციები