გაეროს უს-ში ერაყში მიმდინარე მოვლენები განიხილეს

ერბილს და ბაღდადს დიალოგისკენ მოუწოდეს

835559
გაეროს უს-ში ერაყში მიმდინარე მოვლენები განიხილეს

 

გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე ერაყში მიმდინარე ბოლო მოვლენები განიხილა და მისი დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს ოქტომბრის თვის როტაციულმა თავჯდომარემ, საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ფრანსუა დელატრემ პრეს კონფერენცია გამართა და შეშფოთება გამოთქვა რა ერაყის სამთავრობო ძალებსა და ჩრდილოეთ ერაყის ქურთული მმართველობის სამხედრო ფორმირება, ფეშმერგებს შორის სიტუაციის გამწვავებისა და მზარდი შეტაკებების მიმართ, მხარეებს დიალოგისაკენ და ყველა პრობლემის ძალის გამოყენების გარეშე, მოლაპარაკებების გზით მოგვარებისკენ მოუწოდა. დელატრეს თქმითვე, საჭიროების შემთხვევაში გაერო მზად არის ერაყის მთლიანობის დაცვისა და დაძაბულობის შემცირების მიმართულებით საჭირო ნაბიჯები გადადგას, ხოლო ამის პარალელურად მან ერაყის ცენტრალურ მთავრობასა და ერაყის ქურთულ რეგიონალურ მმართველობას მოუწოდათ, ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების დაწყების მიზნით სამუშაო კალენდარი შეიმუშაონ. ფრანგმა დიპლომატმა ბოლოს დაამატა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მხარს უჭერს ერაყის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის იდეას.



მსგავსი ინფორმაციები