ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა იზრდება

ტრამპი დღეს გამოაცხადებს ირანის მიმართ ახალ სტრატეგიას

826057
ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა იზრდება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანისთვის მისი ქვეყნის ახალ სტრატეგიას დღეს გამოაცხადებს. ელიან, რომ იგი მკაცრად შეეწინააღმდეგება 2015 წელს ირან-დასავლეთს შორის ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებას. ამასობაში ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის თავჯდომარე ალი ექბერ სალიჰი ბირთვული შეთანხმების ძალაში დარჩენის მიზნით ევროპაში მხარდამჭერებს ეძებს. ლონდონში ტურნეს დროს იგი ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდა, რის დასრულების შემდეგ ჟურნალისტს შეხვდა და მათთან საუბარში მტრული ქმედება უწოდა აშშ-ს მხრიდან ირანის რევოლუციური გვარდიის ტერორისტთა სიაში შეყვანას. “თითოეული ქვეყნის ჯარი და არმია არის ამ ქვეყნის უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებას ჩვენს წინააღმდეგ ომის გამოცხადებად მივიღებთ“, განაცხადა სალიჰიმ



მსგავსი ინფორმაციები