ბაღდადი ერბილისგან რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას ითხოვს

წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიწყებენ IKBY-სთან დიალოგს

824508
ბაღდადი ერბილისგან რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას ითხოვს

ერაყის პრემიერმინისტრმა ჰაიდარ ელ-იბადიმ ჟურნალისტებთან საუბარში პასუხი გასცა რა კითხვებს ჩრდილოეთ ერაყის ქურთულ ავტონომიასთან (IKBY) შესაძლო დიალოგის დაწყების თაობაზე, თქვა, რომ, სანამ ბარზანი არ გააუქმებს 25 სექტემბერს ჩატარებულ რეფერენდუმს და არ აღიარებს ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას, მანამდის არ მიუსხდებიან მოლაპარაკებების მაგიდას.

მანვე ქურთული მთავრობისგან საკამათო ტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის ფედერალური მთავრობის ჯარებისთვის გადაცემა და ამ მიზნით ფეშმერგების ხსენებული ტერიტორიებიდან გაყვანაც მოითხოვა.

პრემიერი კონფედერაციის საკითხსაც შეეხო და თქვა: “ ეს საკითხი მოითხოვს ჯერ ერთი კონსტიტუციის შეცვლას და მეორეც მას ფედერალური პარლამენტის გენერალურ სესიაზე მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტართა მესამედმა. ასე რომ,  IKBY-სთან არც გამიჯვნა მოხდება და არც მათთან ურთიერთობების შეწყვეტა“.

ელ-იბადი ბოლოს ნავთობის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ იგი მთელი ქვეყნის სიმდიდრეა და ამიტომ მასზე წილი ეკუთვნის ქვეყნის ყველა მოქალაქეს  



მსგავსი ინფორმაციები