თავდასხმა ერაყის თურქმენული ფრონტის ბიუროზე

ერაყის თურქმენული ფრონტის (ITC) ქერქუქის ცენტრალურ ბიუროზე თავდასხმა განხორციელდა ავტომატური იარაღებით და ხელყუმბარებით

819063
თავდასხმა ერაყის თურქმენული ფრონტის ბიუროზე

ერაყის თურქმენული ფრონტის (ITC) ქერქუქის ცენტრალურ ბიუროზე თავდასხმა განხორციელდა ავტომატური იარაღებით და ხელყუმბარებით.

ITC-ს ბაღდადის გზის ბიუროს მცველის აჰმედ შაჰინის განცხადებით, ღამის საათებში, ბიუროს მორიგე მცველებზე, ორი მხრიდან განხორციელდა უცნობი პირების მხრიდან თავდასხმა. შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ორი ხელყუმბარა აფეთქდა შენობის უკანა ნაწილში, რომელმაც გამოიწვია დიდი დაზარალება. არ ჰქონია ადგილი სიკვდილს და დაშავებას. შაჰინმა ყურადღება გაამახვილა ITC-ს ბიუროზე უკანასკნელ დღეებში განხორციელებულ თავდასხმებზე და ცენტრალური ხელისუფლებისგან მოითხოვა ქერქუქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

აღნიშნა, რომ ბიუროზე ხშირად აქვს ადგილი თავდასხმებს. იმის გამო, რომ პოლიცია ვერ აკმაყოფილებს მათ დაცვას, საჭიროდ თვლიან ბაღდადის მხრიდან უსაფრთხოების ძალების გაგზავნას.  მისივე განცხადებით, ერთ კვირაში სხვადასხვა თავდასხმების მომსწრე შეიქმნა ერაყის თურქმენული ფრონტის ციხე ბიურო, პარტიის დაქვემდებარებაში ანტიკური კულტურული ასოციაცია და თურქმენული სამეურნეო კავშირი.



მსგავსი ინფორმაციები