ირანს არავისი არ ეშინია

იგი გააგრძელებს სამხედრო პოტენციალის გაზრდას

812023
ირანს არავისი არ ეშინია

მუჰარემობის დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ და თქვა: “ ჩვენ გავზრდით ჩვენს სამხედრო ძალას. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სარაკეტო შესაძლებლობებს და ამ საკითხებში ვინმესგან ნებართვის აღებას არ ვაპირებთ“. მისივე თქმით ქვეყნის არმიას საჭირო დონემდე გააძლიერებენ, რათა ირანი დაიცვან დიდი ქვეყნების აგრესიისგან და ტერორისგან. “მოგეწონებათ თუ არ მოგეწონებათ, თეირანი ყოველთვის დაიცავს ასევე რეპრესირებული იემენელების, სირიელების და პალესტინელების უფლებებს“, ხაზგასმით განაცხადა რუჰანიმ. ამ დროს ირანის საინფორმაციო სააგენტო თასნინმა გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნა, რომ ქვეყნის არმიამ წარმატებით გამოსცადა და პრეზენტაცია გაუკეთა 2 ათასი კმ-ის მანძილიან ბალისტიკურ რაკეტას



მსგავსი ინფორმაციები