აზერბაიჯანმა ფართო მასშტაბიანი წვრთნები დაიწყო

აზერბაიჯანმა ფართო მასშტაბიანი წვრთნები დაიწყო

809069
აზერბაიჯანმა ფართო მასშტაბიანი წვრთნები დაიწყო

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 15 ათასი სამხედრო მოსამსახურით ფართო მასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  პრეზიდენტ, ილჰამ ალიევის დამტკიცებით ქვეყნის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფების მონაწილეობით ფართო მასშტაბიანი წვრთნები დაიწყო. მთიან რელიეფში დაწყებულ წვრთნებში 15 ათასი სამხედროა ჩართული. წვრთნებში ასევე 150 ჯავშანტექნიკა,  სარაკეტო და საარტილერიო სისტემა, 20 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი თვითმფრინავები  იღებენ მონაწილეობას.  წვრთნები 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.  მეორეს მხრივ თურქეთ-აზერბაიჯანს შორის „TurAz არწივი-2017“ სახელწოდების ერთობლივი წვრთნებიც დაიწყო. წვრთნებში ორივე ქვეყნის სხვადასხვა სამხედრო შენაერთები მონაწილეობენ. თურქეთ-აზერბაიჯანს შორის  „TurAz არწივი-2017“ სახელწოდების წვრთნები 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები