ასტანის მეექვსე ტურის შეხვედრა

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოხდა ქალაქ იდლიპთან დაკავშირებით

807797
ასტანის მეექვსე ტურის შეხვედრა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, სირიისადმი მიძღვნილ მეექვსე ტურის შეხვედრებზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ქალაქ იდლიპთან დაკავშირებით.

სხდომის მონაწილეებისგან მიღებული ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის გარანტორი თურქეთის, რუსეთის და ირანის წარმომადგენლების, გუშინ ჩატარებული შეხვედრების შედეგად, დაკონკრეტდა, იდლიპში შესაქმნელი მეოთხე ცეცხლის შეწყვეტის ზონის საზღვრები. ინფორმაციით, გაგრძელდება შეხვედრები საკითხის ირგვლივ, თუ რომელი ძალები იქნებიან განთავსებულნი იდლიპის რეგიონში. მოსალოდნელია იდლიპის კონფლიქტის ზონის შეთანხმების დეტალურ ინფორმაციებთან დაკავშირებით პრეს-კონფერენციის ჩატარება.

ამავდროულად, გრძელდება საკითხის ირგვლივ, მოსკოვ-ვაშინგტონს შორის სატელეფონო საუბრები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდა ამერიკელ კოლეგას რექს ტილლერსონს.

3-4 მაისს, ასტანის მეოთხე შეკრებაზე მიღებული იყო გადაწყვეტილება  თურქეთის, რუსეთის და ირანის, რეჟიმის ძალებსა და ოპოზიციას შორის ყველაზე მწვავე კონფლიქტების ზონაში შეიქმნას ცეცხლის შეწყვეტის ზონა.  

მეხუთე, 4-5 ივლისის შეკრებაზე კი, გარანტიორმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა გააგრძელოს ცეცხლის შეწყვეტის ზონის ირგვლივ მუშაობა.  



მსგავსი ინფორმაციები