ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

არიან დაღუპულები

797955
ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

ერაყის დედაქალაქ, ბაღდადში ერთ-ერთ ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით 11 ადამიანი დაიღუპა. უსაფრთხოების წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება ბაღდადის აღმოსავლეთში, „ჯემილე“-ს სახელწოდების ბაზარში მოხდა. აფეთქების შედეგად ასევე 8 ადამიანი დაშავდა.  ბაღდადში ასევე, გუშინ მომხდარი ორი აფეთქების შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. უსაფრთხოების სისუსტის გამო აღნიშნულ ქალაქში აფეთქებები ხშირად ხდება.



მსგავსი ინფორმაციები