წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია ტელაფერიდან გაქცეულებს საკვებით დაეხმარა

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ, ერაყში ტერორგანიზაცია DEAŞ-ის კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქ ტელაფერიდან გაქცეულ 4500 მშვიდობიან მოქალაქეს მზა საკვები დაურიგა

791390
წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია ტელაფერიდან გაქცეულებს საკვებით დაეხმარა

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ, ერაყში ტერორგანიზაცია DEAŞ-ის კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქ ტელაფერიდან გაქცეულ 4 ათას 500 მშვიდობიან მოქალაქეს მზა საკვები დაურიგა.

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ერაყის დელეგაციის თავმჯდომარემ გოქსან იენიგულმა განაცხადა, რომ ტელაფერისა და მოსულის დაბა მუჰალებიედან გაქცეულ 4500 მშვიდობიან მოქალაქეს, მთლიანობაში 875 ოჯახს, მზა საკვები მიაწოდეს.

მისივე თქმით, მოსულის დასავლეთ ნაპირზე მდებარე უსაფრთხოების ზონებს თავშეფარებულ მოქალაქეებს თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია მარტო არ ტოვებს და მზად არიან ტელაფერელებს ყველა სახის დახმარება გაუწიონ.

ქალაქ მოსულის ცენტრის დასავლეთით 63 კილომეტრით დაშორებული ტელაფერი 2014 წლის ივნისიდან ტერორგანიზაცი DEAŞ-ის ხელშია.

ქალაქის გასათავისუფლებად ოპერაცია სამშაბათს დაიწყო.  



მსგავსი ინფორმაციები