ამერიკელებმა სირიაში ჰაშდი შაბი დაბომბეს

36 დაიღუპა, 80 დაიჭრა

786070
ამერიკელებმა სირიაში ჰაშდი შაბი დაბომბეს

აშშ-ს დაქვემდებარებულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, ერაყ-სირიის საზღვარზე მდებარე ექაშათის რეგიონი, რომელიც სირიის ტერიტორიაში შედის და რომელიც ირანის მხარდამჭერი შიიტური დაჯგუფების ჰაშდი შაბის კონტროლ ქვეშ არის,  დაბომბეს, რის შედეგადაც ზოგიერთი წყაროებით მრავალი კაცი დაიღუპა და დაიჭრა.

ჰაშდი შაბის წარმომადგენელმა თურქული საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ აჟანსისათვის გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ამერიკელების დაბომბვას 36 კაცი ემსხვერპლა და 80-მდე დაშავდა.

მისივე თქმით ისინი ამერიკელებს ამ თავდასხმას არ შეარჩენენ და სასტიკად დასჯიან მათ რა, არ დაუშვებენ ამ რეგიონის ამერიკელების კონტროლ ქვეშ გადასვლას.

ამ თავდასხმასთან დაკავშირებით არც ვაშინგტონს და არც ბაღდადს რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ



მსგავსი ინფორმაციები