სირიაში ბოლო შეტაკებები თურქეთის საზღვართან ახლოს მოხდა

სირიაში ბოლო შეტაკებები, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 სამოქალაქო, თურქეთის საზღვარს მიუახლოვდა

774112
სირიაში ბოლო შეტაკებები თურქეთის საზღვართან ახლოს მოხდა

სირიაში ბოლო შეტაკებები, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 სამოქალაქო, თურქეთის საზღვარს მიუახლოვდა.

ბაშარ ასადის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ორ ჯგუფს შორის სროლების ხმა თურქეთის ჯილვეგოზის სასაზღვრო პუნქტთან ისმის.

იდლიბში დაწყებული შეტაკებების შედეგად აჰრარ-ულ შამისა და ჰეიეთ თაჰრირ ალ შამის დაჯგუფებებმა ზოგიერთი რეგიონი აიღეს.

ბოლო სროლები თურქეთის საზღვრიდან 12 კილომეტრში მოხდა და მას 11 ადამიანი, მათ შორის 3 სამოქალაქო, ემსხვერპლა.

ორ დაჯგუფებას შორის კონფლიქტი ახალ წელსაც მოხდა, თუმცა შემდეგ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს.

ჰეიეთ თაჰრირ ალ შამი ცნობილი როგორც ალ ქაიდასთან კავშირში მყოფი დაჯგუფება.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #სირია , #შეტაკებები

მსგავსი ინფორმაციები