ირანელი დიპლომატი ნიუ ორკშია

“თეირანი ბირთვულ შეთანხმებას ასრულებს“

772833
ირანელი დიპლომატი ნიუ ორკშია

აშშ-ში მყოფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯევად ზარიფი სიტყვით გამოვიდა ნიუ-იორკში მოქმედ ანალიტიკურ ცენტრ “საგარეო ურთიერთობათა საბჭო“-ზე და შეეხო რა ირან-საუდის არაბეთს შორის მიმდინარე დაძაბულობას, თქვა, რომ არ არის საჭირო ერთმანეთთან ომის დაწყება და არც ახლო აღმოსავლეთიდან ერთმანეთის გარიყვაა საჭირო, ხოლო არსებული კრიზისის მოგვარების მიზნით ისინი მზად არიან მოლაპარაკებების დაწყებისათვის.

ირანელი დიპლომატი დასავლეთთან ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებასაც შეეხო და თქვა, რომ ეს ძალზედ სერიოზული საკითხია და ამიტომ მასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებენ.

“ჩვენ ეს საკითხი არ განგვიხილავს ამერიკელ კოლეგა რექს ტილერსონთან, მაგრამ, მზად ვართ დიალოგისთვის“, აღნიშნა ზარიფმა. მანვე ტელეარხ CNN-სათვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკა ხსენებული ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული შეთანხმების მუხლების შეუსრულებლობაში და საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა.

ნიუ ორკში მყოფ ირანელ მინისტრს პირისპირი შეხვედრა მოუწყო გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა



მსგავსი ინფორმაციები